«ბარსელონამ» გაბრიელ ჟეზუსს დაუმიზნა

«ბარსელონამ» გაბრიელ ჟეზუსს დაუმიზნა ცნობილი ესპანური გამოცემა AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კატალონიის «ბარსელონა» «მანჩესტერ სიტის» თავდამსხმელით გაბრიელ ჟეზუსით ინტერესდება.

წყაროს ცნობით კატალონიელთა წარმომადგენლები ქალაქელებს უკვე დაუკავშირდნენ და ფეხბურთელის შეძენის სურვილი გამოხატეს. თავად ფეხბურთელმა სიახლე ენთუზიაზმით მიიღო, თუმცა ტრანსფერზე შეთანხმება ადვილი არ იქნება, რადგან «სიტის» მთავარი მწვრთნელი ჟეზუსზე დიდ იმედებს ამყარებს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელს მოქმედი კონტრაქტი «სიტისთან» 2023 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

უკვე ცნობილი გახდა, რომ «ბარსელონას» დატოვების სურვილი ოფიციალურად გამოთქვა ლიონელ მესიმ, თუმცა კატალონიელების არგენტინელის გაშვებას არ აპირებენ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ლიონელ მესის მანჩესტერ სიტის და ქალაქელთა მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას უკავშირებენ.

23 წლის გაბრიელ ჟეზუსმა 2019/20 წლების სეზონში «სიტის» მაისურით 53 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ბრაზილიელის ანგარიშზე 23 გოლი და 14 შედეგიანი გადაცემაა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.