«კლიპერსმა» «დალასი» გაანადგურა

«კლიპერსმა» «დალასი» გაანადგურა NBA-ს პლეი-ოფის პირველი რაუნდის მატჩში «კლიპერსმა» «დალასი» დამაჯერებელი ანგარიშით 154:111 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 3:2 გახდა.

«კლიპერსის» შემადგენლობიდან ყველაზე შედეგიანი პოლ ჯორჯი გამოდგა, რომლის ანგარიშზეც 35 ქულაა, ხოლო «დალასიდან» თავის გამოჩენა 22 ქულით ლუკა დონჩიჩმა მოახერხა.

შემდეგი დაპირისპირება «კლიპერსსა» და «დალასს» შორის 28 აგვისტოს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

NBA პლეი ოფი
დასავლეთ კონფერენცია
პირველი რაუნდი

მეხუთე მატჩი

«კლიპერსი» — «დალასი» — (41:22, 35:30, 35:34, 43:25)

სერიის ანგარიში: 3-2


ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.