დარნელ ნურსი: იმედგაცრუებულები ვართ

"ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც ეს ჩვენ წარმოგვედგინა. ყველანი დამწუხრებულები ვართ. ამ სიტყვებით შემიძლია აღვწერო გუნდში არსებული მდგომარეობა. სჯობს ასე იყოს, ვიდრე ერთი კვირის მანძილზე თავი ხელებში ჩავრგოთ. განა ასეთი მიდგომა დაგვეხმარება იმ სამზადისში რაც შემდეგ სეზონში გამოსვლას უკავშირდება? ეს დაგვეხმარება ჩვენს წინაშე არსებული დავალებები, რომ გადავჭრათ? ყველანი გაწბილებულები ვართ, იმით თუ როგორ დასრულდა ეს სეზონი. სხვაგვარად შეუძლებელია. იმ ხუთი სეზონიდან, რაც აქ ვიმყოფები ოთხი სწორედ ამგვარად დამთავრდა. გვესმის, რომ უკეთ თამაში მოგვეთხოვება."-ციტირებს ლიგის პრეს-სამსახური დარნელ ნურსის სიტყვებს.
შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო ნაციონალური ჰოკეის ლიგა ვადაზე ადრე დასრულდა. იმ მომენტისათვის პლეი-ოფში სულ 24 გუნდი მოხვდა.