ჯენსონ ბატონი : ფერსტაპენი თანაგუნდელებს უბრალოდ ანადგურებს

"თუკი მაქსს შევადარებთ მის თანაგუნდელებს, მაშინ ვიტყვით, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე იგი მათ უბრალოდ ანადგურებს. ასეთი რამ სპორტის ამ სახეობაში ძალიან დიდი ხანია, რაც არ მინახავს, ალბათ აირტონ სენას და მიხაელ შუმახერის შემდეგ. არ ვფიქრობ, რომ არსებობს კიდევ ვინმე ისეთი პილოტი, რომელიც ასე დომინირებს გუნდის შიგნით არსებულ კონკურენციაში."
"მაქსმა ბრწყინვალე სამუშაო შეასრულა. სიამოვნებით ვუყურებდი ჰამილტონთან საჩემპიონო შერკინებას. ეს ორი საუკეთესო პილოტია, მაგრამ შედგება კი ასეთი პაექრობა? არ ვიცი. კონკურენტუნარიანობის მოშლას, თან უარყოფითი ასპექტებიც ახლავს. ალბათ მაქსი დიდ პროგრესირებას ვერ შეძლებს. ეს გუნდი ფაქტიურად ერთი მანქანით არის წარმოდგენილი -ეს რთული სიტუაციაა."-ციტირებს Autosport ექს-ჩემპიონის სიტყვებს