NBA-ს ჩემპიონმა შესაძლოა პლეი-ოფს ბოიკოტი გამოუცხადოს

წყაროს ინფორმაციით ბოიკოტი ერთ-ერთი ვარიანტია, რომელსაც გუნდი განიხილავს. გაცნობებთ, რომ შეუიარაღებელი ჯეიკობ ბლეიკი პოლიციის მხრიდან ცეცხლის გახსნის მომენტში საკუთარ ავტომობილში ჯდებოდა.
«ბოსტონის» მოთამაშეებმაც ანალოგიური შეხვედრა ჩაატარეს, რათა განეხილათ მომხდარზე რეაგირების საშუალებები, თუმცა 28 აგვისტოს დაგეგმილი მატჩის გამოტოვება არ განუხილავთ.
ფერადკანიან ადამიანზე პოლიციის მხრიდან სროლის შემდეგ ვისკონსინის შტატში მასიურმა საპროტესტო აქციებმა იფეთქა. 29 წლის აფროამერიკელი ქალაქ კენოშის მცხოვრებია, ამ მომენტისთვის ჯეიკობ ბლეიკი რეანიმაციაშია უმძიმესი მდგომარეობით.
თავის მხრივ სამართალდამცავები კი ამტკიცებდნენ, რომ აღნიშნული პიროვნება ოჯახურ ძალადობასთან კავშირშია.