UFC-ს პრეზიდენტმა წლის მთავარი ბრძოლა დაასახელა

— წლის საუკეთესო ბრძოლად ისრაელ ადესანიასა და პაულუ კოსტას დაპირისპირებას დავასახელებდი. მოუთმენლად ველი. არ შემიძლია არ ვახსენო ჩჟან ვეილისა და იოან ენჯეიჩიკის ბრძოლაც. ამ ბრძოლის გამო მნიშვნელოვანი შეხვედრაც კი გამოვტოვე, — დანა უაითის სიტყვებს ციტირებს UFC-ს ვებ-გვერდი.
— ტოპების ჩამონათვალში დავამატებდი ჯასტინ გეტჯისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის ბრძოლასაც, თუმცა ჯერ არ ვიცი სად გაიმართება ეს ბრძოლა, — დაასრულა კომენტარი UFC-ს პრეზიდენტმა.
გაცნობებთ, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ჯასტინ გეტჯის ბრძოლა 24 ოქტომბერს UFC 254 ტურნირზე შედგება. დიდი შანია იმის, რომ აბუ-დაბიში მებრძოლთა კუნძულზე შედგეს აღნიშნული დაპირისპირება.