Goal: პირლო პაულო დიბალას შესახებ საუბრობს

Goal: პირლო პაულო დიბალას შესახებ საუბრობს ტურინის "იუვენტუსის" ახალი მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო, საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს, კლუბის არგენტინელი შემტევის პაულო დიბალას მომავალთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ჟურნალისტები აქტიურად წერენ დიბალას შესაძლო ტრანსფერზე, თუმცა ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება.

"დიბალა არასდროს არ იყო დაყენებული ტრანსფერზე. ამ ხმებს ჟურნალისტები ავრცელებენ. ჩემთვის იგი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გუნდის სხვა ფეხბურთელები. როდესაც იგი შვებულებიდან დაბრუნდება, ის ამ პროექტის ნაწილი გახდება."-ციტირებს გამოცემა Goal ანდრეა პირლოს სიტყვებს.

არგენტინელი ფეხბურთელი ტურინულ კლუბს 2015 წელს შეუერთდა, მანამდე იგი "პალერმოს" ღირსებას იცავდა. იმ პერიოდში ტრანსფერმა 40 მილიონი ევრო შეადგინა. გასულ სეზონში 26 წლის ნახევარმცველმა იტალიის ჩემპიონატის 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მათგან 25-ში ძირითად თერთმეტეულში იყო წარმოდგენილი. მოახერხა 11 გოლის გატანა და შეასრულა 6 შედეგიანი გადაცემა. რაც შეეხება მის მოქმედ კონტრაქტს იგი 2022 წლამდეა გათვალისწინებული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.