პირლო: სწორედ ასეთი "იუვენტუსის" ხილვა მსურს

პირლო: სწორედ ასეთი "იუვენტუსის" ხილვა მსურს ტურინის "იუვენტუსის" ახალი მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, საკუთარ ხედვაზე საუბრობს.

"მინდა, რომ ჩემი "იუვენტუსი" იმ გუნდს ჰგავდეს, რომელთა რიგებშიც მე ვასპარეზობდი. ეს იყო პერიოდი როდესაც კლუბს ანტონიო კონტე წვრთნიდა. იმედს ვიტოვებ, ჩვენ ამ დონეს მივაღწევთ. მთავარი, რისი გაკეთებაც მსურს, ეს არის დავუბრუნო გუნდს საკუთარი "დნმ"-ი, თავგანწირვა, ერთმანეთის გვერდში დგომა და ა.შ. ჩვენ მხოლოდ ასე მოვახერხებთ, დასახული მიზნების შესრულებას."

"მსურს, გუნდში გარკვეული ენთუზიაზმი შევიტანო, სწორედ ეს აკლდა "იუვესნტუსს" ბოლო პერიოდი, რათა გუნდმა შეძლოს და აქტიური ფეხბურთი აჩვენოს, რათა იგი დომინირებდეს. ამის შესახებ ფეხბურთელებს უკვე ვესაუბრე. მათი ორი რამ ვუთხარი : - პირველ რიგში, თქვენ ბურთს უნდა ფლობდეთ და მეორე თუ დაგარკავთ, მისი დაბრუნება მყისიერად უნდა შეძლოთ. ეს ორი ტაქტიკური წესი, უმნიშვნელოვანესია რომლისაც მჯერა. ეს ჩემი გუნდისათვის საკვანძო საკითხი იქნება."-
ციტირებს პირლოს სიტყვებს გამოცემა Goal

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.