ლიონელ მესი «ბარსელონას» ტოვებს

ლიონელ მესი «ბარსელონას» ტოვებს Sportsnet-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კატალონიის «ბარსელონას» ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა ფაქტი, რომ ლიონელ მესისგან კლუბის დატოვების შესახებ შეტყობინება მიიღეს.

გამოცემა AS გვამცნობს, რომ ხელმძღვანელობამ არგენტინელისგან კლუბის დატოვების მოთხოვნა ოფიციალურად ფაქსით მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შეტყობინების მიღების შემდეგ კატალონიელებმა სასწრაფო წესით მოიწვიეს საბჭო, რათა შექმნილ ვითარებაში გაერკვნენ. «ბარსელონას» 33 წლის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის შენარჩუნების იმედი აქვს.

მორიგი გამოცემა Onda Cero იუწყება, რომ ლიონელ მესი აპირებს კონტრაქტის ის პუნქტი აამოქმედოს, რომლის მიხედვითაც მას საშუალება აქვს ხელშეკრულება ცალმხრივად გაწყვიტოს ნებისმიერი სეზონის ბოლოს.

თუმცა ყველავერი ასე მარტივად არაა, კონტრაქტის პირობების მიხედვით ლეოს აღნიშნული პუნქტის გამოყენების საშუალება 2020 წლის 1 ივლისამდე ჰქონდა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ კორონა ვირუსის გამო 2019/20 წლების სეზონი გაიწელა და არგენტინელი ახლა აპირებს ხელშეკრულების ამ პუნქტის გამოყენებას.

AS-ის მიერ გავრცელებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ კატალონიელებმა უკვე უპასუხეს მესის და აღნიშნეს, რომ მიღებულ მოთხოვნას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

როგორც ჩანს ლიონელ მესის საბოლოოდ აქვს გადაწყვეტილი კატალონიური გრანდის დატოვება, თუმცა «ბარსელონა» არგენტინელის ასე მარტივად გაშვებას არ აპირებს.

33 წლის ფორვარდს მოქმედი კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული. თუ ლეოს მსურველი კლუბი გამოჩნდება კულეები მის სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას 700 მილიონ ევროს მოითხოვენ.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ