Il Messaggero: პასტორეს "ზენიტი" ეპატიჟება

ხავიერის შეძენით, რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, მათ შორის სახელდება რუსული "ზენიტიც". პასტორეს კვლავაც მაღალი სახელფასო მოთხოვნები აქვს, თუმცა როგროც გამოცემა წერს, რუსული კლუბისთვის ეს პრობლემა არ უნდა იყოს. გარდა "ზენიტისა", ხსენებულ ნახევარმცველს, რამდენიმე არაბული კლუბიც ეპატიჟება.
სხვადასხვა ევროპული გამოცემები, ხავიერ პასტორეს მიმართ, "ზენიტის" ინტერესზე ჯერ კიდევ გასული წლის თებერვლის თვეში წერდნენ. როგორც გაირკვა, მაშინ თავად ფეხბურთელი გახდა ხსენებული ტრანსფერის წინააღმდეგი და იტალიაში დარჩენა 1,5 წლით გადაწყვიტა.