ედინ ჯეკო შესაძლოა «იუვენტუსის» ფეხბურთელი გახდეს

ედინ ჯეკო შესაძლოა «იუვენტუსის» ფეხბურთელი გახდეს ცნობილი სპორტული გამოცემა Calcio Mercato-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში «იუვენტუსი» «რომას» ფორვარდის ედინ ჯეკოს გადმობირებას ეცდება.

Calcio Mercato-ზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ ანდრეა პირლო გონსალო იგუანის ფორმით დიდად კმაყოფილი არ არის და 34 წლის ბოსნიელს მის იდეალურ შემცვლელად მოიაზრებს.

პრესაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბებერი ქალბატონი ვულვერჰემპტონის თავდამსხმელს რაულ ხიმენესს და ნაპოლის რიგებში მოასპარეზე არკადიუშ მილიკსაც განიხილავს.

34 წლის ფორვარდს მოქმედი კონტრაქტი რომასთან 2022 წლამდე აქვს გაფორმებული. transfermarkt-ი ედინ ჯეკოს სატრანსფერო უფლებებს 10 მილიონ ევროდ აფასებს.

2019/20 წლების სეზონში ჯეკომ რომას მაისურით 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ბოსნიელის ანგარიშზე 16 გოლი და 11 შედეგიანი გადაცემაა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.