«რომას» კრის სმოლინგის შეძენა სურს

«რომას» კრის სმოლინგის შეძენა სურს La Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში «მანჩესტერ იუნაიტედის» ინგლისელი მცველი, კრის სმოლინგი, შესაძლოა «რომაში» გადავიდეს.

La Gazzetta dello Sport-ს ცნობით რომაელები მზად არიან 30 წლის ინგლისელის სანაცვლოდ წითელ ეშმაკებს 17 მილიონი ევრო შესთავაზონ, თუმცა როგორც ირკვევა მანკუნიანელებს სმოლინგის სანაცვლოდ 20 მილიონის მიღება სურთ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «რომა» ტრანსფერის მოკლე დროში დასრულებას ისახავს მიზნად, რადგან ინგლისელი მცველით «ნიუკასლიცაა» დაინტერესებული.

transfermarkt-ის ინფორმაციით კრის სმოლინგის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 20 მილიონ ევროს შეადგენს. ინგლისელ მცველს მოქმედი კონტრაქტი მანკუნიანელებთან 2022 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

2019/20 წლის სეზონში სმალინგმა, რომელიც რომაში თამაშობდა იჯარის წესით, 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.