გვარდიოლა: "ლიონი" ბრწყინვალე გუნდია

"ძალიან კარგად ვიცნობთ "ლიონს". ეს არის შესანიშნავად ორგანიზებული გუნდი, კომპაქტური, ძალიან აგრესიულად მოქმედებს შეტევაში და გამოირჩევა სისწრაფით. ამ გუნდს ბრწყინვალე შეტევა ჰყავს, ძალიან მაგარი განაპირა მცველები, კარგად იყენებენ სტანდარტებსაც. ერთი სიტყვის ეს ტოპ-გუნდია. აუცილებელია ფსიქოლოგიური მდგრადობის წარმოჩენა. უნდა გვახსოვდეს, რომ მატჩი გრძელდება სრული 90 წუთი. ამ დროის მანძილზე კი მუდამ უნდა ვმოქმედებდეთ გეგმით. ასეთ ორთაბრძოლებში წინა პლანზე გადადის ფსიქოლოგია, ხასიათი და ჟინი. ვფიქრობ ფეხბურთელები მზად არიან"-ციტირებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი პეპ გვარდიოლას სიტყვებს.
შეგახსენებთ, მანჩესტერ "სიტისა" და "ლიონის" მეოთხედფინალური ორთაბრძოლა 15 აგვისტოს არის ჩანიშნული. თბილისის დროით 23:00 საათზე.