UEFA: ნოიერი "კვირის ფეხბურთელად" დასახელდა

ხსნებეულ ნომინაციაზე, მანუელ ნოიერის გარდა კიდევ სამი ფეხბურთელი მოიაზრებოდა. ესენი არიან : ტიაგო ალკანტარა (მიუნხენის "ბაიერნი"), კინგსლი კომანი (მიუნხენის "ბაიერნი") და მარკოს აორას კორეა, იგივე მარკინოსი - "პარი სენ-ჟერმენის" რიგებიდან. საბოლოო ჯამში ხმათა უმრავლესობა, მანუელ ნოიერის სასარგებლოდ დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში, მიუნხენის "ბაიერნმა" ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი" მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა და ხსენებული ტურნირის ტრიუმფატორად მოგვევლინა.