კოვაჩი: "ბაიერნმა" დამსახურებულად მოიგო

"ჰანსი ფლიკს და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს, მისალოცი წერილი მივწერე, რადგანაც მათ დაიმსახურეს ეს ტიტული. ფლიკმა, უეფას ჩემპიონთა ლგაზე, მართლაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, "ბაიერნი" თითოეულ მატჩში დომინირებდა, ეს საუკეთესო გუნდი იყო. სრული 90 წუთის მანძილზე (იგულისხმება ფინალური ბრძოლა) დარწმუნებული ვიყავი, რომ "ბაიერნი" გამარჯვებას შეძლებდა."-ციტირებს გამოცემა Bild ნიკო კოვაჩის სიტყვებს.
შეგახსენებთ, ხორვატი სპეციალისტი გერმანული გრანდის რიგებში 2018 წლის აპრილის თვიდან, 2019 წლის ნოემბრამდე მოღვაწეობდა. არასახარბიელო შედეგების გამო, კოვაჩი ვადაზე ადრე იქნა განთავისუფლებული ხსენებული თანამდებობიდან.