L'Equipe: ტუხელი ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართავს

L'Equipe:  ტუხელი ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართავს "პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი, კლუბის სპორტულ დირექტორს ლეონარდოს, ტიაგო სილვას მომავალთან დაკავშირებით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა L'Equipe ავრცელებს. წყაროს მტკიცებით, ტუხელს ტიაგოს გაშვება არ სურს და ხელმძღვანელობას, მასთან ხელშეკრულების გაგრძელების თხოვნით მიმართა.

ცნობილია, რომ ტიაგო სილვასთნ გაფორმებული კონტრაქტი ძალას რამდენიმე დღეში კარგავს. პრესაში წერენ, რომ ფეხბურთელი, თავისუფალი აგენტის სტატუსით, სულ მალე ლონდონის "ჩელსის" მაისურს მოირგებს. კონტრაქტი 2022 წლამდე იქნება გათვალისწინებული, წლიური ანაზღაურების სახით კი ხსენებული უკანახაზელი, 10 მილიონ ევროს მიიღებს.

ტიაგო სილვა, "პარი სენ-ჟერმენის" რიგებში 2012 წელს გამოჩნდა. მანამდე იგი "მილანის" ღირსებას იცავდა. იმ პერიოდში ტრანსფერმა 42 მილიონი ევრო შეადგინა. 2019/2020 წლის სეზონში სილვამ საფრანგეთის ჩემპიონატის 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.