სერენა უილიამსმა არანჩა რუსი დაამარცხა

შეხვედრა 2 საათი და 48 წუთი გრძელდებოდა. 2012 წლის შემდეგ არანჩა რუსთან დაპირისპირება ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა ამერიკელი ჩოგბურთელისთვის. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს სერენა უილიამსის მატჩი ვირჯინია რაზანოსთან 3 საათი და 3 წუთი გაგრძელდა.
38 წლის ჩოგბურთელმა როზანოსთან ის შეხვედრა 6:4, 6:7 (5:7), 3:6 წააგო.
არანჩა რუსთან შეხვედრაში სერენა უილიამსმა 14 ეისი შეასრულა და 1 ორგამი შეცდომა დაუშვა.
WTA ცინცინატის ტურნირის 1/8 ფინალურ ეტაპზე 38 წლის ჩოგბურთელის მომავალი მეტოქე ბერძენი მარია საკარი იქნება.
სერენა უილიამსისა და მარია საკარის შეხვედრა 26 აგვისტოს თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.