სეად კოლაშინაცი შესაძლოა შალკეში დაბრუნდეს

წყაროს იტყობინება, რომ 27-წლის ბოსნიელი ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებებით გელზენკილხელნის შალკე 04-ია დაინტერესებული. ერთადერთი პრობლემა ფეხბურთელის ხელფასია, რადგან გერმანულმა კლუბმა ახალი ფეხბურთელებისთვის 2,5 მილიონიანი ზღვარი დააწესა.
შეგახსენებთ, რომ კოლაშინაცი შალკეს შემადგენლობაში 2012-2017 წლების სეზონებში ასპარეზობდა, რის შემდეგაც ბოსნიელი მეთოფეებს შეუერთდა.
2019/20 წლების სეზონში 27 წლის მცველმა ლონდონის არსენალის მაისურით ჯამში 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. კოლაშინაცის ანგარიშზე ორი შედეგიანი გადაცემა და 7 ყვითელი ბარათია. ბოსნიელ ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი მეთოფეებთან 2022 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.
transfermarkt-ი სეად კოლაშინაცის მიმდინარე სატრანსფერო ფასს 16 მილიონ ევროდ აფასებს.