ნიკოლო სკირა: "გალათასარაი" ივან რაკიტიჩით ინტერესდება

ნიკოლო სკირა: "გალათასარაი" ივან რაკიტიჩით ინტერესდება თურქული საფეხბურთო კლუბი "გალათასარაი" კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის ტრანსფერით ინტერესდება. ამის შესახებ ინფორმაციას, ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ნიკოლო სკირა, "twitter"-ის გვერდზე აქვეყნებს.

წყაროს მტკიცებით, "გალათასარაის" წარმომადგენლები შესაბამის მოლაპარაკებებს აწარმოებენ ივან რაკიტიჩის აგენტთან, თუმცა თავად ფეხბურთელს "სევილიას" რიგებში სურს ძალების მოსინჯვა. შეგახსენებთ, რაკიტიჩი ხსენებული კლუბის ღირსებას 2011-2014 წლებში იცავდა, მანამდე კი "შალკეს" და "ბაზელის" შემადგენლობაშიც გვევლინებოდა.


2019/2020 წლის სეზონში ხორვატმა ფეხბურთელმა სულ 42 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გახდა 1 გატანილი გოლის და 5 შედეგიანი გადაცემის ავტორი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" ივან რაკიტიჩთან ერთად, სამუელ უმტიტის, არტურო ვიდალის და ლუის სუარესის გაყდვასაც შეეცდება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.