The Sun: უსაინ ბოლტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ორშაბათს ჩატარებული ტესტის შედეგად, 34 წლის სპორტსმენს "კოვიდ 19"-ზე დადებითი პასუხი აქვს. მოცემულ მომენტში უსაინ ბოლტი თვითიზოლაციაში იმყოფება. როგორც გამოცემა The Sun იუწყება ბოლტი საკუთარ მეგობრებთან ერთად დაბადების დღეს აღნიშნავდა. წვეულებაზე იმყოფებოდა მანჩესტერ "სიტის" ფეხბურთელი რახიმ სტერლინგიც, ასევე სახელდება ლეონ ბეილიც (ლევერკუზენის "ბაიერი").
უსაინ ბოლტი, სირბილში მსოფლიოს 11-გზის გამარჯვებულია. მან საკუთარი სპორტული კარიერა 2017 წელს დაასრულა.