პატრისიო ფრეირეს UFC-ს ჩემპიონებთან ბრძოლა სურს

პატრისიო ფრეირეს UFC-ს ჩემპიონებთან ბრძოლა სურს მსუბუქ და ნახევრად-მსუბუქ წონით კატეგორიაში Bellator-ის მოქმედი ჩემპიონი, პატრისიო ფრეირე, მზადაა 1 მილიონი დოლარი დადოს ფსონის სახით, რომ ის UFC-ს ჩემპიონებს ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაამარცხებს.

«პიტბული» მზადაა ბრძოლისთვის თუ Bellator და UFC ერთმანეთთან მორიგდებიან.

«თუ დანა უაითი და UFC ღია იქნებიან ამ საკითხის მიმართ და Bellator-ი უფლებას მომცემს მათ ჩემპიონებთან ვიბრძოლო, მზად ვარ დანა უაითთან 1 მილიონ დოლარზე დავდო სანაძლეო, რომ ორივე შეხვედრას მოვიგებ. აბა, როგორ მოგწონთ ასეთი სტიმული?», - დაწერა პიტბულმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.


ამ მომენტისთვის 33 წლის პატრისიო ფრეირეს ხუთ გამარჯვებიანი სერია აქვს. გასული წლის სექტემბერში პიტბულმა ხუან არჩულეტასთან ნახევრად-მსუბუს წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტულის დაცვა მოახერხა.

4 თვით ადრე კი პატრისიო ფრეირესმა ტექნიკური ნოკაუტით პირველ რაუნდში მაიკლ ჩენდლერი დაამარცხა და ამერიკელს მსუბუქ წონაში Bellator-ის ჩემპიონის ქამარი წაართვა.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.