სერენა უილიამსი 1/4 ფინალში დამარცხდა

სერენა უილიამსი 1/4 ფინალში დამარცხდა დიდი სლემის ტურნირების 23 გზის ჩემპიონი სერენა უილიამსი WTA ლეკსინგტონის ტურნირის 1/4 ფინალში დამარცხდა. ამერიკელი ჩოგბურთელი თანამემამულე შელბი როჯერსთან სამ სეტში – 6:1, 4:6, 6:7 (5) დამარცხდა.

შეხვედრა 2 საათი და 7 წუთი გრძელდებოდა. უილიამსმა პირველი პარტია მარტივად მოიგო, მეორე პარტია 4:5 ანგარიშისას “მეტი” - “ნაკლებში” დათმო. გადამწყვეტ სეტში სერენამ ვერცერთი ბრეიკ-პოინტის მოპოვება ვერ შეძლო, მოკლე გეიმში კი 5-7 დამარცხდა.

27 წლის როჯერსი WTA-ს რეიტინგში 116-ე ადგილს იკავებს. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უილიამსი რეიტინგის 100-ულს მიღმა მყოფ ჩოგბურთელთან დამარცხდა. 2012 წლის საფრანგეთის ღია ჩემპიონატზე, პირველ წრეში, ვირჯინია რაზანოსთან დამარცხდა.

გაცნობებთ, რომ ამერიკაში უამინდობის გამო უილიამსისა და როჯერსის მატჩი 3 საათი შეყოვნდა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.