«იუვენტუსი» ლეანდრო პარედესით ინტერესდება

«იუვენტუსი» ლეანდრო პარედესით ინტერესდება ცნობილი სპორტული ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბებექი ქალბატონი «პსჟ»-ს არგენტინელი ნახევარმცველით ლეანდრო პარედესით ინტერესდება.

ჟურნალისტის ინფორმაციით ტურინის «იუვენტუსის» მესვეურები 26 წლის არგენტინელ ნახევარმცველს სამი ხედირას შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც კლუბის დატოვებასთან ახლოსაა.

შეგახსენებთ, რომ ლეანდრო პარედესისთვის სერია A უცხო არაა, რადგან არგენტინელი წარსულში «რომას», «კიევოსა» და «ემპოლის» რიგებში თამაშობდა.

2019/20 წლების სეზონში ლეანდრო პარედესმა «პსჟ»-ს მაისურით ჯამში 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, არგენტინელის ანგარიშზე 2 გოლი და 7 ყვითელი ბარათია. 26 წლის ნახევარმცველი «პსჟ»-თან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.

transfermarkt-ის ინფორმაციით პარედესის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 20 მილიონ ევროს შეადგენს. არგენტინელს მოქმედი კონტრაქტი პარიზელებთან 2023 წლამდე აქვს გაფორმებული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.