The Guardian : "ვულვერჰემპტონს" აინსლი მაიტლანდ-ნაილზი სურს

წყაროს მტკიცებით, "მგლებმა" 22 წლის ფეხბურთელისთვის 22 მილიონი ევროს ღირებულების სატრანსფერო წინადადება მოამზადეს. მაიტლანდ-ნაილზი სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდის, სწორედ ამიტომ იგი ისეთ კლუბში გადასასვლელად ემზადება, სადაც სათამაშო დროის პრობლემა არ ექნება - აღნიშნავს გამოცემა.
გასულ სეზონში, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ინგლისის ჩემპიონატის 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (სულ 67 წუთი), გატანილი გოლით ვერ გამოირჩა, თუმცა ორი შედეგიანი გადაცემა დააფიქსირა. ჯამში 4 ყვითელი ბარათი მიიღო.
მაიტლანდ-ნაილზი "არსენალის" აღზრდილი ფეხბურთელია. 2015/2016 წლებში ეს მოთამაშე არენდის ხელშეკულების საფუძველზე - "იფსვიჩის" რიგებში ასპარეზობდა.