«აიაქსი» მზადაა ლუის სუარესი შეიძინოს

«აიაქსი» მზადაა ლუის სუარესი შეიძინოს Sky Sport Italia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კატალონიის «ბარსელონას» ურუგვაელი ფორვარდი, ლუის სუარესი, ესპანური გრანდის დატოვებას არ აპირებს.

Sky Sport Italia-ს ცნობით 33 წლის შემტევს არ სურს კლუბის გამოცვლა. ცობილია, რომ «ბარსელონაში» ლუის სუარესის წლიური ხელფასი 25 მილიონ ევროს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ხელფასის გამო არ სურს ურუგვაელს ესპანელებთან განშორება.

თავის მხრივ «აიაქსი» მზადაა ურუგვაელი ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებებისთვის იბრძოლოს. Sky Sport Italia იტყობინება, რომ ჰოლანდიური კლუბი ლუის სუარესს 3 მილიონ ევროს სთავაზობს წელიწადში.

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი კატალონიის ბარსელონას ღირსებას 2014 წლიდან იცავს. 2019/20 წლების სეზონში ურუგვაელის ანგარიშზე 7 შედეგიანი გადაცემა და 38 გატანილი გოლია. ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი ბარსასთან 2021 წლამდე აქვს გაფორმებული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.