პოპოვი : "რედ ბული" ჩიხში მოექცა

"საკუთარი სისტემის გამო "რედ ბული" ჩიხში მოექცა. ისინი მიჩვეულები იყვნენ, რომ ჰყავდათ გამოცდილი პილოტები და ასევე ძალიან დიდი რაოდენობით ახალგაზრდები, ახლა კი ეს ასე არ არის. არის ცუნოდა და დარუვალი. თუმცა ორივე ეს მრბოლელი ფორმულა 2-ის დებიუტანტია და მორჩა. არის კიდევ ვიპსი. დიახ, ცუნოდამ უკვე მოიგო ერთი რბოლა ფორუმლა 2-ში და პოდიუმზეც სტაბილურად გამოიყურება, თუმცა მაინც ნაადრევია მისთვის "ალფა ტაურის" საჭის ჩაბარება."
"დანისთვის (კვიატი) ეს შანსია, რადგანაც დოქტორ მარკომ უკვე დაიწყო საჯარო გამოსვლებში მისი არასათანადოდ მოხსენიება. ეს ცუდია. 6-0 საკვალიფიკაციო ეტაპზე - პერ გასლისთან, ეს კარგი არ არის. გავიხსენოთ ქულათა რაოდენობა, გასლი -14, კვიატი -2."-აღნიშნავს ალექსეი პოპოვი.