ბაქსტონი: გასლი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს

"ყოველ უქმეებზე, პიერი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. იგი საკვალიფიკაციო ეტაპის, ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი პილოტი გახდა. მუდმივად ხვდება ტოპ-10 რეიტინგში. რბოლის დროს გამოირჩევა განსჯის უნარით, არის სწრაფი, თანმიმდევრული და საჭირო დროს აგრესიულიც. მის დაქვეითებაზე საუბარი, ძალიან ნაადრევი იყო. 20 რბოლა ის რაოდენობა არ არის, რა დროსაც პილოტი ახალი გუნდის შემადგენლობაში თავს კომფორტულად იგრძნობს. არაფერს არ ვამბობ ფერსტაპენთან პაექრობაზე."
"ახლა ისტორია მეორდება. საკითხი მდგომარეობს იმაში, გამოიტანა თუ არა სათანადო დასკვნები "რედ ბულმა"? არის მზად ეს გუნდი, ძალიან ნიჭიერ მრბოლელს - ალბონს, მხარდაჭერა გამოუცხადოს, რათა ამ უკანასკნელმა საკუთარი პოტენციალი მაქსიმალურად გახსნას. "რედ ბულს" ეს ადრეც გაუკეთებია, როდესაც ყოველგვარი საფუძველის გარეშე ტაილანდელი პილოტი აიყვანეს, გასლი კი დააქვეითეს. ნებისმიერ შემთხვევაში ახლა ეს ყველაფერი პიერს არ ეხება. იგი კონცენტრირებულია საკუთარ თავზე და არა ფერსტაპენზე, ან ალბონზე ან თუნდაც "რედ ბულზე". მან გასულ სეზონში შესანიშნავად იასპარეზა."-წერს უილ ბაქსტონი.