«ბარსელონადან» წამსვლელთა სია გაირკვა

«ბარსელონადან» წამსვლელთა სია გაირკვა ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემა Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კატალონიის «ბარსელონას» მთავარი მწვრთნელი საბოლოოდ ჩამოყალიბდა იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც კლუბის დატოვების მთავარი პრეტედენტები იქნებიან.

Mundo Deportivo-ს ცნობით კატალონიელთა დამრიგებელი რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას გეგმას, რომელთა შორის არიან — სამუელ უმტიტი, არტურო ვიდალი, ივან რაკიტიჩი და ურუგვაელი ლუის სუარესი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ესპანური გრანდის მესვეურები ახალ ფეხბურთელებზე ფულის დახარჯვას არ აპირებენ, თუმცა ლუის სუარესის შემცვლელად მზად არიან «ინტერის» თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი შეიძინონ.

transfermarkt-ის ინფორმაციით ლაუტარო მარტინესი მიმდინარე სატრანსფერო ფასი 64 მილიონ ევროს შეადგენს. ახალგაზრდა არგენტინელ ტალანტს მოქმედი კონტრაქტი ინტერთან 2023 წლამდე აქვს გაფორმებული.

სერია A-ს გასულ სეზონში ლაუტარო მარტინესმა ინტერის მაისურით 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ფეხბურთელის ანგარიშზე 14 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.