«ლეიკერსმა» «პორტლენდი» დაამარცხა

როგორც მოსალოდნელი იყო, ლოს-ანჯელესურ გუნდში ყველაზე შედეგიანი ლებრონ ჯეიმსი გამოდგა, რომელმაც 30 ქულის მოგროვება შეძლო. «პორტლენდიდან» თავის გამოჩენა იუსუფ ნურკიჩმა მოახერხა, რომლის ანგარიშზეც 20 ქულაა.
გუნდებს შორის მორიგი დაპირისპირება 27 აგვისტოს თბილისის დროით 05:00 საათზე გაიმართება.
NBA პლეი ოფი
დასავლეთ კონფერენცია
პირველი რაუნდი
მეოთხე მატჩი
«პორტლენდი» — «ლეიკერსი» — 115:135 (25:43, 26:37, 36:32, 28:23)
სერიის ანგარიში: 1-3