Corriere dello Sport: ბალოტელი ახალი კლუბის ძიებაშია

Corriere dello Sport: ბალოტელი ახალი კლუბის ძიებაშია საფეხბურთო კლუბ "ბრეშას" შემტევი მარიო ბალოტელი, ახალი კლუბის ძიებაშია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Goal, twitter-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. წყაროდ კი სპორტულ პორტალს Corriere dello Sport-ს იშველიებს.

როგორც ირკვევა 30 წლის მოიერიშე ან ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს საკუთარ კარიერას, ან თურქეთში. მისით, ორი კლუბი ინტერესდება - "ლოს ანჯელეს გელაქსი" და თურქული "ბეშიქთაში". მარიო ბალოტელს, თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული. ხელშეკრულება შესაძლოა ვადაზე ადრე შეწყდეს, რადგანაც "ბრეშამ" სერია ა-ში ასპარეზობის უფლება დაკარგა.

მარიო ბალოტელი, ზემოხსენებული კლუბის შემადგენლობაში 2019 წელს ჩაირიცხა. მაშინ ეს ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა. მარიომ გასული სეზონის 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (16 მათგანში ძირითად შემადგენლობაში იყო წარმოდგენილი), გამოირჩა 5 გატანილი გოლით. ფეხბურთელმა სულ 6 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი მიიღო.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.