«მაიამიმ» «ინდიანა» 4:0 დაამარცხა

«მაიამის» შემადგენლობიდან ყველაზე შედეგიანი გორან დრაგიჩი გახდა. კალათბურთელის ანგარიშზე 23 ქულაა, «ინდიანადან» თავის გამოჩენა ვიქტორ ოლადილომ მოახერხა, რომელმაც 25 ქულის მოგროვება შეძლო.
შემდეგ სტადიაზე «მაიამის» მეტოქე «მილუოკი» — «ორლანდოს» შორის სერიაში გამარჯვებული იქნება. შეგახსენებთ, რომ «მილუოკი» სერიას ანგარიშით 3:1 იგებს.
NBA პლეი ოფი
აღმოსავლეთ კონფერენცია
პირველი რაუნდი
მეოთხე მატჩი
«მაიამი» — «ინდიანა» — 99:87 (21:22, 27:20, 22:20, 29:25)
სერიის ანგარიში: 4-0