ფიგუ: ფეხბურთი განვითარებას განაგრძობს

"ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია. ესპანური ფეხბურთი უკვე მრავალი წელია რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დომინირებს, თუმცა არა ამ სეზონში. ეს მოცემულობა, ნათლად წარმოაჩენს, თუ რამდენად რთულია მუდმივად მწვერვალზე ყოფნა. არსებობს გარკვეული ციკლები. ფინალში გასვლას გუნდები იმის მიხედვით იმსახურებენ, თუ რა ქნეს მათ წინა თამაშში."
"ბარსელონას მარცხი ანგარიშით 2:8? არაფერი განსაკუთრებული არ მიგვრძნია. ფეხბურთი განვითარებას განაგრძობს. იგი ვითარდება არამხოლოდ ფიზიკური თვალსაზრისით, არამედ ტექნოლოგიურადაც. ამ განვითარებას თქვენ უშუალოდ მატჩის დროს ხედავთ. ამჟამად მხოლოდ საფეხბურთო ტექნიკაში არ არის საქმე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფიზმომზადებას, ტექნოლოგიებს და მრავალ სხვა ასპექტს."-ციტირებს გამოცემა Marca ლუიშ ფიგუს სიტყვებს.