RMC Sport: ჰექტორ ბელერინი "პარი სენ-ჟერმენის" რადარზეა

წყაროს მტკიცებით, 25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერით "პარი სენ-ჟერმენია" დაინტერესებული, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება პარიზულ კლუბს ჯერ არ მიუღია. ყოყმანის მიზეზად ფეხბურთელის ხშირ ტრავმიანობას ასახელებენ. რაც შეეხება "მეთოფეებთან" მოქმედ კონტრაქტს, იგი 2023 წლამდეა გათვალისწინებული.
ლონდონის "არსენალის" ძირითად შემადგენლობაში, ჰექტორ ბელერინი 2013 წლიდან ასპარეზობს. 2019/2020 წლის სეზონში ბელერინმა სულ 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გატანილი გოლითაც დაგვამახსოვრა თავი. "არსენალის" რიგებში მან ინგლისის თასი სამჯერ მოიგო (2014/2015, 2016/2017,2019/2020) ორჯერ კი ნაციონალური სუპერთასი (2015, 2017).