Goal : მედისონი "ლესტერში" 2024 წლამდე დარჩება

მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდა. 23 წლის ფეხბურთელი, წლიური ხელფასის სახით 7,3 მილიონ ევროს მიიღებს. როგორც გამოცემა Goal იტყობინება, ფეხბურთელის შეძენით მანჩესტერ "იუნაიტედი" იყო დაინტერესებული.
ჯეიმს მედისონი "ლესტერ სიტის" შემადგენლობაში 2018 წელს გამოჩნდა. მანამდე იგი "ნორვიჩის" ღირსებას იცავდა. 23 წლის ფეხბურთელმა ინგლისის პრემიერ ლიგაში 31 შეხვედრა გამართა, მათგან 29-ში ძირითად თერთმეტეულში იყო წარმოდგენილი. გამოირჩა 6 გატანილი გოლით და 3 შედეგიანი გადაცემით.
განვლილი საფეხბურთო სეზონი "ლესტერმა" სატურნირო ცხრილის მეხუთე პოზიციაზე დაასრულა. ეს მაჩვენებელი იძლევა იმის საშუალებას, რომ კლუბმა ევროპის ლიგის ტურნირზე საკუთარი ძალები მოსინჯოს.