talkSPORT: ჰამანი ტიაგო ალკანტარას შესახებ საუბრობს

talkSPORT: ჰამანი ტიაგო ალკანტარას შესახებ საუბრობს საფეხბურთო კლუბ "ლივერპულისა" და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი დიტმარ ჰამანი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ტიაგო ალკანტარას შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტიაგოს ინგლისის პრემიერ ლიგაში სურს ასპარეზობა.

"ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ტიაგომ "ბავარიელთა" შეთავაზება, კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშრებით, დაბლოკა. ცალსახაა, რომ მას "ბაიერნში" დარჩენის სურვილი ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ შეთავაზებას გერმანული გრანდი არც გააკეთებდა, თუმცა ბოლო წუთებში მან გადაიფიქრა და განცხადა, რომ შესაძლოა სხვა რამ სურდეს. ძალიან გამიკვირდებოდა, "ბაიერნის" შემოთავაზებაზე ისე ეთქვა უარი, სხვა წინადადებები რომ არ ჰქონდეს მიღებული. დაწმუნებული ვარ, მას აქვს შეთავაზება ლივერპულიდან. დიდი ალბათობით, ახლა მუშაობა სატრანსფერო ფასზე მიმდინარეობს."-ციტირებს ექს-ნახევარმცველის სიტყვებს გამოცემა talkSPORT.

ტიაგო ალკანტარა, გერმანიის "რეკორდმაისტერის" რიგებში 2013 წლიდან ასპარეზობს. მისი მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. გამოცემა transfermarkt-ი ფეხბურთელს 48 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.