ნიკოლო სკირა: "ჩელსი" ჰავერცს იფორმებს

ხსენებულ სიახლეს წინ უსწრებდა ცნობა იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი საქმიანი შეხვედრის დროს "ჩელსის" წარმომადგენლებმა "ფარმაცევტებს" ხსენებული გარიგების სანაცვლოდ - 80 მილიონი ევრო შესთავაზეს. "ლევერკუზენი" 20 მილიონით მეტს ითხოვდა.
კაი ჰავერცი ლევერკუზენის "ბაიერის" შემადგენლობაში 2016 წლიდან ასპარეზობს. 2019/2020 წლის სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა ბუნდესლიგის 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გახდა 12 გატანილი გოლის და 6 შედეგიანი გადაცემის ავტორი. ეს ფეხბურთელი, 2018 წლიდან გერმანიის ეროვნული ნაკრების მაისურითაც ასპარეზობს.
Done deal! Kai #Haverz joins #Chelsea: he‘ll sign a contract until 2025 (€8M + add-ons). #Blues pay him €80M + bonuses to #BayerLeverkusen. Abramovich and Marina Granovskaia on fire this summer (Ziyech, Werner, Chilwell) and now are working for #ThiagoSilva and a new GK. #CFC
— Nicolò Schira (@NicoSchira) August 24, 2020