El Mundo Deportivo: «რეალი» კილიან მბაპეს შეძენას ეცდება

El Mundo Deportivo: «რეალი» კილიან მბაპეს შეძენას ეცდება ცნობილი სპორტული გამოცემა El Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მადრიდის «რეალი» «პსჟ»-ს შემტევის კილიან მბაპეს გადმობირებას ეცდება.

წყაროს ინფორმაციით სამეფო კლუბის მესვეურები ყურადღებით აკვირდებიან ახალგაზრდა ფორვარდის მიზნებს და თუ მბაპე ფრანგული კლუბის დატოვებას გადაწყვეტს მზად არიან მის გასაფორმებლად იბრძოლონ.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის ბაიერნთან მარცხის შემდეგ ფრანგულ კლუბს უფრო გაუჭირდება მბაპეს გუნდში შენარჩუნება.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფრანგს მოქმედი კონტრაქტი «პსჟ»-თან 2022 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული. სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა ახალგაზრდა ტალანტის შეძენას 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გეგმავს, როდესაც ხელშეკრულების ამოწურვამდე 1 წელი იქნება დარჩენილი.

გაცნობებთ, რომ 2019/20 წლების სეზონში მბაპემ ფრანგების შემადგენლობაში 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 30 გოლის გატანა მოახერხა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.