ანხელ დი მარია : რევანშის დრო აუცილებლად დადგება

"ბოლო წამამდე ვიბრძოდით. ამ ფორმას ჩევნი სიცოცხლე მივუძღვენით და მუდამ ვეცდებით მაქსიმუმს მივაღწიოთ. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ ეს დაუჯერებელი წელი, წარმატებით დაგვესრულებინა, თუმცა ფეხბურთში რევანშის შესაძლებლობა მუდამ არის. ვიცი, რომ ერთხელაც ჩვენი კლუბი ამას შეძლებს. თითოეულ გულშემატკივარს ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას."-წერს ანხელ დი მარია instagram გვერდზე.
უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში გერმანიის რეკორდმაისტერმა" "პარი სენ-ჟერმენს" ანგარიშით 1-0 სძლია და ისტორიაში მეექვსედ მოიპოვა ნანატრი თასი.