«ტორონტომ» «ბრუკლინი» დაამარცხა და მეორე რაუნდში გავიდა

«ტორონტომ» «ბრუკლინი» დაამარცხა და მეორე რაუნდში გავიდა NBA-ს პლეი-ოფის პირველი რაუნდის მატჩში ერთმანეთს «ტორონტო» და «ბრუკლინი» დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა საბოლოოდ კი «რეპტორსმა» 150:122 (39:32, 38:36, 39:19, 34:35). გაიმარჯვა.

მატჩში ყველაზე შედეგიანი «ნეთსის» ფორვარდი კარის ლებერტი გახდა, კალათბურთელის ანგარიშზე 35 ქულაა.

აღსანიშნავია, რომ «ტორონტომ» - «ბრუკლინი» სერიაში 4-0 დაამარცხა და პლეი-ოფის მეორე რაუნდში გავიდა, სადაც «რეპტორსის» მოწინააღმდეგე «ბოსტონი» იქნება.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.