ხაბიბ ნურმაგომედოვი ფლოიდ მეივეიზერთან ბრძოლაზე

ხაბიბ ნურმაგომედოვი ფლოიდ მეივეიზერთან ბრძოლაზე UFC-ს ჩემპიონი მსუბუქ წონაში ხაბიბ ნურმაგომედოვი ფლოიდ მეივეიზერთან დაპირისპირებაზე საუბრობს. რუსი სპორტსმენი ამ ეტაპზე ბოქსის წესებით ამერიკელ მოკრივესთან დაპირისპირებას არ გეგმავს.

"მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ UFC-თან მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს, ახლაც მთავაზობენ მეივეიზერთან ბრძოლის გამართვას. ორგანიზატორები მზად არიან გადაიხადონ ყველა შესაძლო ჯარიმა, რადგან ბრძოლის გამართვის შემთხვევაში UFC-თან სასამართლო პროცესი იქნება".

"რათქმაუნდა, ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა, 2 მილიონამდე ტრანსლაციას გავყიდიდით, თუმცა ახლა UFC-თან შეთანხმება მაქვს და ეს ფულზე მნიშვნელოვანია", - განაცხადა ხაბიბ ნურმაგომედოვმა.

» წყარო

MMA
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.