GrandPX : ჰიულკენბერგმა "მერსედესი" უარით გაისტუმრა

GrandPX : ჰიულკენბერგმა "მერსედესი" უარით გაისტუმრა ცნობილი გერმანელი პილოტი ნიკო ჰიულკენბერგი, "მერსედესის" შემოთავაზებაზე უარს აცხადებს. შეგეხსენებთ,"მერსედესმა" ჰიულკენბერგს სათადარიგო პილოტის სამსახური, ოფიციალურად შეთავაზა.

"სათადარიგო პილოტის როლში საკუთარ თავს ვერ ვხედავ. ბოლო 10 წლის მანძილზე მე ძირითადი მრბოლელი ვიყავი. სწორედ ამიტომ, მსგავსი გადაწყვეტილებები ჩემთვის რეგრესის მომტანი იქნებოდა და წინ არანაირი პერსპექტივა არ მექნებოდა. ამაში ვერანაირ აზრზს ვერ ვხედავ."

"რა თქმა უნდა, კორონავირუსის გამო ყოველთვის შესაძლებელია, რაღაც შეიცვალოს, თუმცა ამის იმედად ვერ დავრჩებოდი. ფორმაში უნდა შევინარჩუნო საკუთარი თავი და ვიყო მზად, თუ ვინმეს ჩემი მომსახურება დაჭირდება. არ ვფიქრობ, რომ ეს ყოველ გრან პრიზე მოხდება. ახლა ვმუშაობ იმაზე, რომ 2021 წელს დავბრუნდე."
-ციტირებს GrandPX გერმანელი პილოტის სიტყვებს.

შეგახსენებთ, ორიოდე დღის წინ "რედ ბულის" სპორტული კონსულტანტი, ჰელმუტ მარკო, ნიკო ჰიულკენბერგთან დაკავშირებით შემდეგი შინაარსის კომენტარს აკეთებდა -"ნიკომ შემატყობინა, რომ შემდეგ სეზონში ხელმისაწვდომი იქნება. ეს არ ნიშნავს, რომ იგი "რედ ბულის" შემადგენლობაში ჩაირიცხება. ყველა ის პილოტი, რომ ჩვენს კოლექტივში ხვდებოდეს, ვისაც მე ვესაუბრები და კარგი რბოლის შემდეგ ვაქებ, მაშინ ჩვენ სტარტზე ათეულობით ბოლიდი დაგვჭირდებოდა."-აღნიშნავდა მარკო Motorsport-Total-თან საუბრის დროს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ