სლოან სტივენსი ტურნირს გამოეთიშა

სლოან სტივენსი ტურნირს გამოეთიშა WTA-ს რეიტინგში 37 პოზიციაზე მყოფი ამერიკელი სლოან სტივენსი 49 ადგილოსან ფრანგ კაროლინ გარსიასთან ანგარიშით 3/6, 6/7(4) დამარცხდა და ნიუ-იორკში მიმდინარე ტურნირს დაემშვიდობა.

შეხვედრა 1 საათი და 34 წუთი გრძელდებოდა. ამ დროის განმავლობაში 27 წლის სტივენსმა ოთხი ეისი შეასრულა, ერთხელ შეცდა ჩაწოდებისას და ოთხი ბრეიკ-პოინტის რეალიზება შეძლო, ხოლო 26 წლის გარსიამ ექვსჯერ მოაწოდა, ექვსი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ოთხი ბრეიკი შეასრულა.

პირად ორთაბრძოლაში ანგარიში 3:1 გახდა ფრანგი ჩოგბურთელის სასარგებლოდ.

Western & Southern Open ტურნირის მეორე რაუნდში გარსია ბელარუს ვიქტორია აზარენკოს შეხვდება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ