Daily Mirror: «ბარსელონა» მესის სანაცვლოდ 700 მილიონს ითხოვს

წყაროს ცნობით ბარსა 33 წლის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შემტევის სანაცვლოდ 700 მილიონ ევროს ითხოვს. Daily Mirror-ს ინფორმაციით კლუბს, რომელსაც ლიონელ მესის შეძენის სურვილი ექნება თანხა სრულად უნდა გადაიხადოს.
«ბარსელონას» მესვეურები არგენტინელის შენარჩუნებას ფიქრობენ. 33 წლის მესის მოქმედი კონტრაქტი კატალონიელებთან 2021 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.
უკვე გავრცელდა ხმები, რომ თუ მესი ბარსელონას დატოვებას გადაწყვეტს ფეხბურთელის შეძენის მთავარი პრეტედენტები «ინტერი», «პსჟ» და «მანჩესტერ სიტი» იქნებიან.
2019/20 წლების სეზონში ლიონელ მესიმ «ბარსელონას» მაისურით ჯამში 44 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. არგენტინელის ანგარიშზე 31 გოლი და 24 შედეგიანი გადაცემაა. transfermarkt-ის ინფორმაციით მესის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 112 მილიონ ევროს შეადგენს.