Tuttosport: მანჯუკიჩი "რომას" უახლოვდება

Tuttosport: მანჯუკიჩი "რომას" უახლოვდება ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი, შესაძლოა სულ მალე "რომას" შემადგენლობაში ვიხილოთ. ხსენებულ ინფორმაციას გამოცემა Tuttosport-ი ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით, ხორვატი ფორვარდის შეძენით ბოლო დროს დაინტერესებული იყო მილანის "ინტერი" და "ფიორენტინა", თუმცა თავად ფეხბურთელს დედაქალაქურ კლუბში სურს ასპარეზობა. მანჯუკიჩს, ევროპულ ფეხბურთში დაბრუნება უნდა, მან გარკვეული პერიოდი ყატარში დაჰყო. ფეხბურთელის სახელფასო მოთხოვნა, წლიურად 4 მილიონი ევროა. ასევე ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს ეგრედ წოდებულ ბონუსურ სისტემასაც. მანჯუკიჩი მზადაა "რომასთან" 2 წლიან ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი - აღნიშნავს გამოცემა.

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მარიო მანჯუკიჩმა, თავისუფალი აგენტის სტატუსით, ყატარს მიაშურა და "ალ დუხაილის" ფორმაც მოირგო. იგი მხოლოდ ერთი გატანილი გოლით გამოირჩა. არაბულ კლუბთან გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში 2021 წლამდეა. სხვადასხვა დროს მარიო მანჯუკიჩი ასპარეზობდა მიუნხენის "ბაიერნის", მადრიდის "ატლეტიკოს" და ტურინის "იუვენტუსის" შემადგენლობაში. ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში მარიომ 89 შეხვედრა გამართა. მის აქტივში 33 გოლი ფიქსირდება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.