ემანუელ მაკრონი : ჩემი მილოცვა მიუნხენის "ბაიერნს"!

"მიუნხენის "ბაიერნს" ვულოცავ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეექვსედ მოგებას. ვულოცავ "პარი სენ-ჟერმენსაც" იმ წარმატებულ გამოსვლას, რაც გუნდმა ხსნებულ ტურნირზე აჩვენა. ფრანგული ფეხბურთის გამარჯვების საათი ჯერ კიდევ წინაა."-ციტირებს პრეზიდენტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ გვერდი.
ემანუელ მაკრონი ფეხბურთის დიდი ქომაგია. იგი 2018 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატსაც აქტიურად ადევნებდა თვალს. პირადად დაესწრო საფრანგეთისა და ბელგიის ნაკრებ გუნდთან ნახევარფინალურ პაექრობას. ესწრებოდა ფინალურ შეხვედრასაც, სადაც "მამლებმა" ხორვატიის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს.