რობერტ ლევანდოვსკი: «ასე გავიღვიძე»

შეგახსენებთ, რომ 2019/20 წლების ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში ერთმანეთს «რეკორდმაისტერი» და ფრანგული «პსჟ» დაუპირისპირდნენ. ჰანსი ფლიკის შეგირდებმა მინიმალური სხვაობით 1:0 გაიმარჯვეს.
«ასე გავიღვიძე», — წერს ინსტაგრამზე რობერტ ლევანდოვსკი.
რობერტ ლევანდოვსკის კარიერაში ეს პირველი ჩემპიონთა ლიგის ტიტულია. პოლონელ თავდამსხმელს 2013 წელს ჰქონდა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტიტულის მოგების შანსი, თუმცა მაშინ დორტმუნდის ბორუსია რეკორდმაისტერთან დამარცხდა და 32 წლის ფორვარდიც ვერცხლის მედალს დასჯერდა.