დე იონგი : ძირეული ცვლილებებია საჭირო

"ამ მატჩმა ნათლად წარმოაჩინა, თუ რამელა პრობლემები არსებობს ჩვენს გუნდში. ვიცით, რომ ცვლილებებია საჭირო. ქომაგებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ. აუცილებელია ძირეული ცვლილებები. გვწამდა, რომ "ბაიერნის" დამარცხება შეგვეძლო. დიახ, გოლი გავუშვით, თუმცა მალევე გათანაბრდა ანგარიში და გვქონდა, რამდენიმე სახიფათო მომენტიც. სწორედ ამიტომ რწმენაც შევინარჩუნეთ, ვფიქრობ, ეს კარგად ჩანდა.
მაგრამ ბაიერნი გაცილებით უკეთესი გუნდი იყო. აქ არ მიდის საუბარი ტალანტებზე, აღსანიშნავია თამაშის ინტენსიურობა და შავი სამუშაო, რასაც მიუნხენელები აკეთებდნენ. რა თქმა უნდა, ასეთი ანგარიში დიდი იმედგაცრუებაა, არამხოლოდ პირადად ჩემთვის, არამედ მთლიანად კლუბისთვის. "ბარსელონა" მიჩვეული იყო გამარჯვებებს და ტიტულების მოგროვებას, უკეთ თამაში გვმართებს."-ციტირებს გამოცემა Goal ფრენკი დე იონგის სიტყვებს.