სახალისო ფაქტი : ნეიმარმა გამარჯვება ლევერკუზენის "ბაიერს" მიულოცა

"მარცხი - ეს სპორტის განუყოფელი ნაწილია. ვცდილობდით, ყველაფერი გაგვეკეთებინა და ბოლო წუთამდე ვიბრძოლეთ. ძალიან დიდი მადლობა, მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის. ჩემი მილოცვა "ბაიერს" -წერდა ბრაზილიელი ფეხბურთელი.
Perder faz parte do esporte, tentamos de tudo, lutamos até o final. Obrigado pelo apoio e carinho de cada um de vocês 🙏🏽 e PARABÉNS ao BAYER 👏🏽
— Neymar Jr (@neymarjr) August 23, 2020
ხსენებულ ტვიტს მალევე გამოეხმაურა ლევერკუზენის "ბაიერი" - "დიდი მადლობა ნეიმარ! კარგად არ გვესმის რატომ გვილოცავ, ჩვენ შვებულებაში ვიმყოფებით და FIFA-ს ვთამაშობთ, თუმცა მაინც დიდი მადლობა"
Obrigado, @neymarjr! 😍😭🙌
— Bayer 04 Leverkusen (@bayer04_es) August 23, 2020
No sé bien porqué me felicitas si ando de vacaciones echando el FIFA... pero gracias 😂 pic.twitter.com/AdoYyZL3dS