ჯონ კუპერი «ტამპა-ბეის» თამაშით უკმაყოფილოა

ჯონ კუპერი «ტამპა-ბეის» თამაშით უკმაყოფილოა NHL-ის პლეი-ოფის მეორე რაუნდის სერიის პირველი მატჩი შეაფასა «ტამპა-ბეის» მთავარმა მწვრთნელმა ჯონ კუპერმა. შეგახსენებთ, რომ ტამპა ბოსტონთან ანგარიშით 2:3 დამარცხდა. სერიის ანგარიში 1-0 «ბრიუინზის» სასარგებლოდ.

«ზოგადად მატჩები, რომლებიც ერთი გოლის სხვაობით მთავრდება, სწორედ ეგ ერთი შაიბა წყვეტს რეზულტატს. მათ ერთი გაიტანეს, ჩვენ კი ვერა. არ მინდა იმაზე ვისაუბრო, რომ ეს იყო მარცხის მთავარი მიზეზი, თუმცა ამ კომპონენტში ერთმნიშვნელოვნად უნდა მოვუმატოთ. მნიშვნელოვანია ასევე წესების ნაკლებად დარღვევა», — ჯონ კუპერის სიტყვებს ციტირებს ნაციონალური ჰოკეის ლიგის პრესს-სამსახური.

შემდეგი მატჩი «ბოსტონსა» და «ტამპა-ბეის» შორის 26 აგვისტოს არის ჩანიშნული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ