FCB : მანუელ ნოიერისა და თომას მიულერის კომენტარები

მანუელ ნოიერი - "ძალიან რთულია მატჩის შემდგომ, მყისიერად ამ ყოველივეს გააზრება. რა თქმა უნდა, საფინალო სასტვენის შემდეგ ბედნიერების განცდა წარმოუდგენელი იყო. ყველამ შვებით ამოისუნთქა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძირითად 90 წუთს 5 წუთი დაემატა. ყველა მოუთმენლად ველოდით ამ სასტვენის ხმას. ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ და დავიმსახურეთ ეს გამარჯვება. ეს ასრულებული ოცნებაა!"
თომას მიულერი -"დაუჯერებელი გრძნობაა. ჩვენს უკან დარჩა ძალიან ხანგრძლივი მოგზაურობა. შემოდგომაზე გუნდი ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა ამის შემდეგ სენსაციური სერია ვაჩვენეთ. ვგრძნობთ, რომ ეს დამსახურებული გამარჯვებაა. ამ გუნდში ძლიერი სულია, ბიჭები მზად არიან წარმატების მოპოვებისთვის იბრძოლონ. ბედნიერები ვართ, რომ კარებში მანუელ ნოიერი გვყავს. გუნდი უშეღავათო ბრძოლაში იყო შესული. ეს არ იყო იდეალური მატჩი, თუმცა თავი არ დაგვიზოგავს და ახლა მწვერვალზე ვიმყოფებით. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, მათ შორის სახლიდან"